(ვიდეო) ტრამპის სკანდალური საქციელი NATO-ს სამიტზე

25 მაისს ბრიუსელში ჩატარებულ NATO-ს სამიტზე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხეშად მოიქცა, რაც მსოფლიო მედიასა და სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა.მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მიჰყავს NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ქვეყნის ლიდერები შეხვედრის ადგილისკენ. ამ დროს, იმისათვის რომ დაწინაურებულიყო და უფრო ახლოს დამდგარიყო გენმდივანთან, დონალდ ტრამპმა უხეშად ხელი ჰკრა მის წინ მიმავალ მონტენეგროს (ჩერნოგორიის) პრეზიდენტ დუშკო მარკოვიჩს და თავდა დადგა წინა რიგში.

ვიდეო:

banner
წინა სტატიაშირუსეთში ხანძრების შედეგად ქალაქები იწვის-არის მსხვერპლი (ფოტო-ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსეთი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის ფინანსებს ეძებს