ცნობილი გახდა, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, მასსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ დიალოგში ემანუელ მაკრონსაც მიეღო მონაწილეობა, ამიტომ ვატიკანმა თავვდაპირველად, შეხვედრის ადგილზე სამი სკამი დადგა, მაგრამ მალევე, ტრამპის მოთხოვნით მოაშორა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მასსა და ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა იქნებოდა.
შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ საუბარი 17 წუთს გაგრძელდა.