(video) თურქეთში 6 ქართველი ქალი მკითხაობის გამო დააკავეს

თურქეთის ქალაქ ადანაში უსაფრთხოების სამსახურის ზალებმა, მიღებული საჩივრის საფუძველზე 6 კაფეში ერდროულად სპეცოპერაცია ჩაატარეს.
სპეცოპერაციის შედეგად, ექვსივე კაფეს თურქი მეპატრონე და ამავე კაფეებში მკითხავად მომუშავე საქართველოს მოქალაქე ქალბატონები დააკავეს.
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეები 33 წლის ა.უ. – 41 წლის ე.ვ. – 39 წლის რ.ჩ. – 35 წლის ტ.ი. – 46 წლის დ.კ. და 61 წლის ნ.ბ. ჯერ პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად, ხოლო შემდეგ პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით ჯარიმის გადახდით განთავისუფლდნენ.

https://youtu.be/RpDKK7DH_es

banner
წინა სტატიაშითურქების სპეცოპერაცია საქართველოში-იცოდა თუ არა ხელისუფლებამ?
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვები დღეს მესტიასა და ყაზბეგში გრძელდება