(video) თურქეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თურქეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის სხდომაზე მოხდა. კანონმდებლები დეპუტატების სასამართლო დევნისგან ხელშეუხებლობის გაუქმების საკითხს განიხილავდნენ, როდესაც მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა” და პროქურთული ოპოზიციური პარტიის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თურქეთის პარლამენტში ჩხუბი 28 აპრილსაც მოხდა. მაშინ დეპუტატები ევროკავშირთან მიგრაციული შეთანხმებითა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავდნენ. არეულობის გამო პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომა დახურულად გამოეცხადებინა.

banner
წინა სტატიაშიბრწყინვალე შვიდეული
შემდეგი სტატიაქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ