(VIDEO) თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი სახე – ლევან კობერიძე მელიას ადანაშაულებს

„ძალიან კარგია, რომ ყველაფერი თქვენს ლაპარაკზე არ არის დამოკიდებული,“ – ლევან კობერიძემ ნიკა მელია ფაქტების არასწორ შეფასებაში დაადანაშაულა.

დეპუტატებმა ოპტიმიზაციის გეგმაზე, საჯარო მოხელეების გათავისუფლებისა და სახელმწიფო სამსახურში ნეპოტიზმის საკითხებზე იკამათეს.

ნიკა მელიას განცხადებით, საჯარო მოხელეთა რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 16 ათასით გაიზარდა, რაშიც ქართული ოცნების წარმომადგენელი არ დაეთანხმა.

„თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენებთ თქვენს სახეს და ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ ხედავს თქვენს ნამდვილს სახეს. ოპოზიციაში ყოფნის დროს გაქვთ შანსი, რომ თქვათ ქვეყანაში რეალურად რა კეთდება,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ, თუმცა კამათის დროს, კონკრეტული მაგალითებით საკუთარი სიტყვები ვერ გაამყარა.

https://www.youtube.com/watch?v=CWHIpkNBq3o&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) ცოტათი მიკვირს პრეზიდენტის ბუტიაობა კანონმდებლობაზე – ლევან კობერიძე
შემდეგი სტატია(Video) დააქციეთ ქვეყანა… პოლიტიკური უზრდელობა არის თქვენი დანერგილი – ნიკა მელია VS ლევან კობერიძე