(ვიდეო) თედო კობახიძე ზაუტაშვილის ადვოკატს უნამუსოს უწოდებს

ვიცე-სპიკერ მანან კობახიძის ძმა თედო კობახიძე ე.წ. ‘კოკაინის საქმეზე’ ბრალდებულის, ნატალია ზაუტაშვილის ადვოკატს კობა კობახიძეს უნამუსოს უწოდებს. საკრებულოს დეპუტატი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

“სიცრუეც არ არის, ეს კიდევ სხვა რაღაცაა, ეს არის არასერიოზული კაცის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც არ ვიცი რას ემსახურება და ვისგან მოდის ეს დაკვეთები. რატომ დასჭირდა კობა კობახიძეს კობახიძეების გამოყენება და ვინ გამოიყენა კობახიძე კობახიძეების წინააღმდეგ, არ ვიცი. ალბათ ამ ოჯახსაც დიდად ვერ წაადგა, თუმცა რეკომენდაცია გავუწიე, რომ კობა კობახიძე ყოფილიყო მათი ადვოკატი. სამწუხაროდ, შევცდი. ეგეც არაფერია, ხდება და ეს ოჯახი ალბათ ამ შეცდომას როგორღაც გადააგორებს”, – განაცხადა თედო კობახიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=yWF7J4nq1iQ&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკოს თქმით, შესაძლებელია, რომ ტყიბულელ მაღაროელებს შეღავათები აღუდგეთ
შემდეგი სტატია„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა