(video) თეა წულუკიანის საგანგებო განცხადება

იუსტიციის  მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დეტალები გააცნო.

 

„საზოაგდოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მთავრობის სახელით მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც კორესპონდენციიდან ირკვევა, დღეს რუსთავი 2-მა როგროც კომპანიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა ნომერი, რუსთავი 2-მა დაასახელა საქართველოს მთავრობა მეორე მხარედ, რუსთავი 2-ის მხარედ წარმოდგენილია ქალბატონი მურადაშვილი, რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან მოითხოვა: საქართველოს სახელმწიოფოს აეკრძალოს 2 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს რუსთავი 2, აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

რუსთავი 2-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის EPP-ის წევრების, ამერიკის საელჩოს განცხადება, მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და საქართველოში ატყდებოდა ქაოსი.

სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარიც არის უცნობი, ისე რომ ჩვენ მეორე მხარე მოპასუხე მხარე არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული, მიიღო შემდეგი გადაწყვეტიელბა, რომ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციოელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამ საქმეს ამავე გადაწყვეტიელბას ამ მოსამართლემ მიანიჭა ერთპიროვნული პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მას.

8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს, კოლეგიური გადაწყვეტიელბა უნდა იქნეს მიღებული, იმასთან დაკავშირებით გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება თუ საერთოდ შენარჩუნდეს იგი. პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

https://youtu.be/-BR4RiMj6I8

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, სტრასბურიგის სასამართლოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას განმარტავს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი