(Video) თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის მიერ ქრთამის აღება – სუს-მა ვიდეო გაასაჯაროა

სუს-მა თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის თემურ გორგაძის მიერ, ქრთამის აღების ვიდეომასალა გაასაჯაროა. ჩანაწერი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც გორგაძეს საქალაქო სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

“სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და მისი დაკავება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესებს დაუკავშირა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თემურ გორგაძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს თემურ გორგაძის დანაშაულებრივი ქმედება.” ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამსახურიდან გაშვების მუქარა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა – „სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბათუმში iPhone-ის მაღაზია გაქურდეს