(+video) ,,თავისუფალი დემოკრატები” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

news
ავტ.: news მაისი 16, 2016 15:18

(+video) ,,თავისუფალი დემოკრატები” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ირაკლი ალასანიას განცხადებით მთავარ პროკურატურასთან შაბათს გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის.

პარტია გამაფრთხილებელ აქციას 21 მაისს 14 საათზე პროკურატურასთან გამართავს.
პარტია გამაფრთხილებელ აქციას 21 მაისს 14 საათზე პროკურატურასთან გამართავს.

მანამდე კი თავისუფალი დემოკრატები შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც, მათი თქმით, ინფორმაციას მიაწვდიან ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

“ერთადერთი რაც ვინატრე, იმ უდანაშაულო ბიჭების ნაცვლად მე დავეკავებინე. დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას, სამშობლოს პატიოსან სამსახურს, უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი, ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტრო ხუთივე მაღალჩინოსანს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

https://youtu.be/UFabkcq4vxo

news
ავტ.: news მაისი 16, 2016 15:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics