(video) ტერაქტის დროს მოტოციკლისტი ხალხისკენ მიმავალი სატვირთოს კარების გაღებას შეეცადა

manqanaდღეს დილით ნიცაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს, მოტოციკლისტი შეეცადა სატვირთოს კარების გაღებას, სადაც ტერორისტი იჯდა. ჟურნალისტმა რიჰარდ გუტიარმა გადაიღო კადრები, თუ როგორ ცდილობს ბაიკერი ბოროტმოქმედის გაჩერებას. თვითმხილველის თქმით, ყველაფერი “ისე იყო, როგორც კინოში”.
“ჩემი სასტუმროს აივანზე ვიდექი. უცებ თეთრი სატვირთო შევიდა ხალხში. ეს უცნაური იყო, რადგანაც ქუჩები მანქანებისთვის გადაკეტილი იყო. ის ძალიან ნელა მიდიოდა, ხალხიდან ზოგი ყვიროდა. ეს უცნაურად მეჩვენა, ამიტომ გადავწყვიტე გადამეღო” – ამბობს გუტიარი.

შემდეგ, ჟურნალისტის თქმით, სატვირთოსთან მოტოციკლისტი მივიდა, “ის სავარაუდოდ, მანქანის კარის გაღებას ცდილობდა. ეს იყო როგორც კინოში. გზაჯვარედინზე პოლიციელმა ცეცხლი გახსნა, მძღოლმა გაზს მოუმატა და ხალხის დახოცვა დაიწყო. არ ვიცი ეს რატომ მოხდა – სროლის გამო თუ თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული” – ამბობს გუტიარი.

შეგახსენებთ, რომ ტერაქტს 85 ადამიანი ემსხვერპლა. 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამხრეთ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

https://youtu.be/Dbn3GOjNm7g

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მხარდაჭერას ვუცხადებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს
შემდეგი სტატიაოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს იწყებენ