(ვიდეო) სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3-94233 სამხედრო სწავლების დროს დაზიანდა

სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3-94233 დაზიანდა სამხედრო სწავლების დროს სმოლენსკის რაიონში. ფოტოები და ინფორმაცია უკრაინელმა, ატო-ს ზონის მებრძოლმა ტარას ჩმუტმა გაავრცელა.

“შემთხვევა შაიკოვკაში მოხდა – სტრატეგიული ბომბდამშენი საფრენ ბილიკზე ვერ დაჯდა და ზოლიდან გადავიდა. ისეა დამსხვრეული, აღდგენას არ ექვემდებარება. ეს კარგია, რადგან ერთი ბომბდამშენით ნაკლებია მათგან, რომელსაც, პერსპექტივაში, შეეძლო კიევი დაებომბა”, – წერს მებრძოლი.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მებრძოლებმა სწორედ ამ მოდელის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

https://youtu.be/TcezsA6oA6w

banner
წინა სტატიაში,,თუ ხალხი არ გამოფხიზლდა, ცოცხებიც მალე იქნება“ – პაატა ბურჭულაძე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას