ვიდეო-სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი საზეიმოდ ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა

სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი საზეიმოდ ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა.

ანსამბლი ევროპის საბჭოს სასახლეში ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდის წინაშე წარდგა. საათ-ნახევრიანი საკონცერტო პროგრამიდან „შავნაბადას“ 20 წუთი დაეთმო.

განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა ევროკავშირის ჰიმნის განსხვავებულმა ვერსიამ. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაამუშავა.

ქართველი შემსრულებლების გამოჩენას აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა. ფორუმის მონაწილეების შეფასებით, ეს იყო ჰარმონიის, ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

„შავნაბადა“ მსოფლიო ფორუმზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს