(VIDEO) სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს

სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა მიმდინარეობს. პარტიული ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას პარტიის წევრები, დელეგატები და ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები ესწრებიან.

ყრილობის მონაწილეებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარაშალომიძე ვაშინგტონიდან მიმართავენ.

დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რომლის თანათავმჯდომარეებს ყრილობა აირჩევს. დღესვე, პარტიის წესდებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

კერძოდ, ვიდრე პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში იქნება, მის მოვალეობას აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეასრულებს.

ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე, სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს აირჩევენ.

https://www.youtube.com/watch?v=9lbg9O3fod0&feature=youtu.be&app=desktop

banner
წინა სტატიაში“ენმ”-ს ყრილობას ხატია დეკანოიძე ესწრება
შემდეგი სტატია(VIDEO) “ვაგრძელებ ჩემს ბრძოლას ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ” – სამირა ისმაილოვა