(video) სოფო კილაძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მოუხდია ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, ნაწამებ ადამიანზე, ირმა ნადირაშვილის გაღიზიანება მოჰყვა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სოფო კილაძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მოუხდია ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, ნაწამებ ადამიანზე, ირმა ნადირაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

„ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი უფლება არის თანასწორობა. ჩემს კოლეგებს, ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს მოვუწოდებ, რომ თანასწორად მოეპყრათ უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს. ვხედავ, რომ ორი წუთი ეთხოვება მარტო უმრავლესობას, უმცირესობა საუბრობს ნახევარი საათი. ეს არის უთანასწორო მოპყრობა და ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ ჩვენი უფლებები. რომელ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობთ „ნაციონალური მოძრაობა“, მორალური დისკომფორტი არ გექმნებათ? არასდროს მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, არც ერთ ნაწამებ და გაუბედურებულ ადამიანზე. სირცხვილია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაღაშვილი ეთერს დაუბრუნდა
შემდეგი სტატიაგული მერევა თქვენზე