(Video) სოხუმში სუპერმარკეტი დაიწვა

აფხაზური მედია ავრცელებს ინფორმაციას სოხუმში წუხელ მომხდარი ხანძრის შესახებ. ღამის 2 საათსა და 10 წუთზე ერთ–ერთ სუპერმარკეტს ცეცხლი გაუჩნდა. იგი იმდენად ძლიერი იყო, რომ სახანძრო ბრიგადები გულრიფშის რაიონიდანაც გამოიძახეს.
მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართობი. მიმდინარეობს გამოძიება.

https://www.youtube.com/watch?v=aO4ZAb3sPmI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ…თუკი დადასტურდება ის გვარები…”
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი აშენდა