(video) სოხუმში იტალიური რესტორანი გაიხსნა

„Cristallo Rafaello“ -ასე ჰქვია რესტორანს, რომელიც აფხაზეთის დედაქალაქში გაიხსნა. აფხაზური მედიის ცნობით, მისი მფლობელებია რუსი ივანე ლუჩიკი და იტალიელი დლავიო დე მარკი, რომელიც ამავე დროს შეფ-მზარეულია.
იტალიური რესტორნის გახსნას ლობირებდა აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა. აფხაზეთში თვლიან, რომ „Cristallo Rafaello-ს“ გახსნა ხელს შეუწყობს ევროპაში აფხაზეთის პოპულარიზაციას და იტალიური ინვესტიციების მოზიდვას.

https://youtu.be/lAK4lr_rBrM

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პირველად მასშტაბური სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება
შემდეგი სტატიარომელი პარლამენტარია დაკავებული თითების ცხვირში ქექვით და ,,ჟუაჩკის” ცოხნით – კახა მიქაიას სკანდალური პოსტი