(ვიდეო) სირიის არმიამ ალეპოს განთავისუფლებული ქუჩების ვიდეო გაავრცელა

13რამდენიმე წუთის წინ სირიის ეროვნულმა არმიამ ალეპოს ცენტრალური კვარტლის უპილოტოდან გადაღებული კადრები გაავრცელა. ვიდეო ტელეკომპანია BFMTV-მ გამოაქვეყნა.
კვარტალი, რომელიც აღბეჭდილია ვიდეოში, ამბოხებულების კონტროლ ქვეშ იმყოფებოდა 2012 წლიდან.დღეს მიმდინარე  ავიადარტყმების შედეგად ალეპოში ორი საავადმყოფო М1 და М10 სერიოზულად დაზიანდა – ისინი წყლის და კომუნიკაციის გარეშე დარჩნენ. დარტყმები დღეს დილით განხორციელდა.
М10 საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აბუ რაჯაბმა განაცხადა, რომ აღნიშნული გარემოებების გამო უკვე ორი პაციენტი დაიღუპა. მისი თქმით, ყველაზე მეტად დაზიანდა რეანიმაციის განყოფილება.დილით, სირიელმა მფრინავებმა “კონცენტრირებული დარტყმები” განახორციელეს ალეპოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, კერძოდ კი, ქალაქ ხუან ტუმანზე, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებული.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადის სამთავრობო არმიამ ქალაქ ალეპოზე შეტევის ოპერაცია დაიწყო, კერძოდ კი, იმ რაიონებში, სადაც სირიელი ამბოხებულები არიან.
ასადის არმია ოთხი მიმართულებით მიემართება. ოპერაციას წინ, რამდენიმე დღის მანძილზე, საჰაერო დარტყმები უძღოდა, რომლის შედეგადაც 260 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ალეპოში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანია დარჩენილი. ქალაქისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელი გახდა.

https://youtu.be/WK_PYjqBgX0

banner
წინა სტატიაშიგამომძიებლება MH17-ს კატასტროფაში რუსების შესაძლო მონაწილეობაზე კომენტარი არ გააკეთეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და „NATIVE GEORGIAN“ -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა