(video) შსს-ს მიერ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

gunavaaaaსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმე თენგიზ გუნავას შინაგან საქმეთა სამინისტოს გენერალური ინსპექციის უფრასოდ მუშაობის პერიოდს მოიცავს და უწყება მას ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავება.

გუნავას ადვოკატის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, საუბარია 56 ათას ლარზე. მისივე განმარტებით სარჩელი კანონმდებლობის ყველა ნორმას არ აკმაყოფილებს და სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებისას ამ მოტივით ისარგებლა.სასამართლო პროცესის ბოლოს მედიასთან კომენტარი თენგიზ გუნავამაც გააკეთა. სასამართლოს განჩინების თანახმად, სარჩელი12 დღეში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.პროცესის შემდეგ თენგიზ გუნავამ განაცხადა რომ უდანაშაულოა და რეალურად მის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს:“ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მისთვის მიუღებელი პოლიტიკური პირები დასაჯოს, დააშინოს, მაგრამ ეს არ მოხდება! ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გაკოტრებულია და ჩვენ მას ოქტომბერში დავასრულებთ!“- განაცხადა გუნავამ.

https://youtu.be/ePfy0cjviS8

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მიმართ დადებითი პოზიცია მაქვს
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: თამარ ლალიაშვილის მიმართ გულში ბოღმა არ მაქვს