(VIDEO) შს მინისტრი დემურ სტურუას საქმეზე – ყველა დანაშაული უმოკლეს დროში, ცხელ კვალზე იხსნება

თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც სამტრედიაში 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქში ბოლო პერიოდში მომხდარი თითქმის ყველა დანაშაული ცხელ კვალზეა გახსნილი.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბოლო დროს თბილისში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებზე ისაუბრა.

„თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში, ცხელ კვალზე იხსნება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი. უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელებისა და შესაბამისად, უსაფრთხოების მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, უწყებაში 40 ათასამდე პოლიციელი მუშაობს, რომლებიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე 24 საათის განმავლობაში დგას.

https://www.youtube.com/watch?v=xfw_uVmTrko

banner
წინა სტატიაშიმღებრიშვილი : მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობთ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას
შემდეგი სტატიასოფელ სანავარდოში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა