(video) შორენა ბეგაშვილი: ბევრი დავკარგე, მაგრამ მთელი საქართველო შევიძინე

შორენა ბეგაშვილი: მეკითხებოდა, თუ ჩამოვვარდი რატომ არ მოვკვდიო

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი შვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

მან „ნანუკას შოუში“ შვილის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შემთხვევა გაიხსენა, რომელიც ამჟამად, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის.

როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს მრავლობითი სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა, თუმცა მისი ყველაზე მძიმე ტრავმა ხერხემლის მოტეხილობა იყო.

„წელის მეოთხე მალა ძალიან დამსხვრეული იყო და ეს ნამსხვრევები ზურგის ტვინს აწვებოდა. სწორედ ეს იწვევს ინვალიდობას“, – განაცხადა ორთოპედიული განყოფილების უფროსმა დოცენტმა ჩაათაი ოზთურქმა.

15 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. საქართველოში თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, იგი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

https://youtu.be/4QIgyqZskv4

 

banner
წინა სტატიაში„კიწმარიშვილს თავი კი არ მოუკლავს, ის მოკლეს“
შემდეგი სტატიასსფ: აშშ-ში ყოველი მეშვიდე სიღარიბის ზღვარზეა