(VIDEO) შონია ,,ლაპატკაზე,, შელია ,,ზაპასში,, – კახა მიქაია ღადაობს

ვუმზერ შონიას, ვუსმენ მის კომენტარს სამსახურიდან მისი გაგდება-არგაგდების შესახებ და გონებაში ,,მონანიებიდან” ცნობილი ფრაზა მიტრიალებს- ,,დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!” შონია, ბიჭო! ბებია და ბაბუაც რომ გყოლია, ისიც ორივე გუბერნატორი- გავიგეთ, მაგრამ დედა თუ გყავს დოქსოპულო, დედა?!
ეე აბა, ახლა ჯერი თქვენზეა ბატონო პრემიერო! ხედავთ? როგორც მეგრელები იტყვიან- ,,როგორ ტე-ხ-ნიკურად შეგიყვანათ” შონიამ და როგორ ტე-ხ-ნიკურად თქვენ გადმოგაკისრათ იმ ,,ერთი კაცის” პრეროგატივა ბატონო ,,პირველო პირო”(ლ.შონია).
ბატონო პრემიერო! შონიაზე უკეთეს დოქსოპულოს გუბერნატორად სამეგრელოში მაინც ვერ იპოვით, ამიტომ დატოვეთ სამსახურში “წითელქუდა” შონია, ,,აჯობებს მგონია.”
იყოს შონია, გააგრძელოს საქმიანობა, თხილის ბიზნესში, ნარკოტიკების ბიზნესში, ტენდერების ბიზნესში, სხვა ,,ბიზნესებში” და რაც მთავარია, როგორც ისევ მეგრელები იტყვიან -,,გვატკბოს და გვატკბოს” თავისი მჭერმეტყველებით. მერე მეც ზოგჯერ ცოტას წავეღადავები. ამ ღადავ-ღადავში კი სოფელიც აშენდება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც.
p.s. (ფბ გამოხმაურება)-Guram Caca Shelia:ლევან, ელისო კილაძის ჭორებია ეგ, მაგ ჭორიკანასი!
ცაცა შელია გუბერნატორად! კატეგორიულად მოვითხოვ!
აბა როდემდე უნდა იყოს ,,ზაპასში,” ცაცა?!-წერს “დაიცავი საქართველოს ლოდერი” კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

https://youtu.be/ygdH-Fpg8C4

 

banner
წინა სტატიაშიმხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?
შემდეგი სტატია(VIDEO) რუსმა ტელე-წამყვანმა უკრაინელ სტუმარს ერთი ვედრო სიმბოლური ფეკალიები მიუტანა