(Video) შეიძლება, ეს არ ასახავდეს რეალობას – მამა მიქაელ ბოტკოველი მამა გიორგი მამალაძის წერილზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი მამა გიორგი მამალაძე მამა გიორგი მამამლაძის წერილზე აცხადებს, რომ მას შეეძლო შეხვედრა უწმინდესთან.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, რომ არ იქნება კარგი, თუ მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა გამოიკვეთება.

„ამ წერილით ახლა მანიპულირება და თითქოს ბრალის გადატანა პატრიარქის გარემოცვაზე, თითქოსდა მამა გიორგის გმირად გამოყვანა, რომ მან საპატრიარქოში რაღაც ამხილა და მას შეიძლება, ამის გამო რაღაც პრობლემები შექმნოდა, მე ამ თემის ასე გაჟღერებას არ ვისურვებდი,“ – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი თქმით, წერილში ფაქტები დრამატიზირებულია, რადგან ეს წერილი შეიძლება რეალობას არ ასახავდეს.

„ეს შეიძლება, რომ არ ასახავდეს რეალობას და, როგორც უკვე გითხარით, დრამატიზირებუული იყოს ხელოვნურად ის მოქმედებები, რაც იქ არის აღწერილი,“ – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

https://www.youtube.com/watch?v=qMRFAcT26JE&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) ძნელი დასაჯერებელია, ალბათ, ყველასათვის, რომ სასულიერო პირი ფიქრობდეს მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას
შემდეგი სტატიამამა მიქაელ ბოტკოველი მამა გიორგის წერილში ნახსენები ქონების თემაზე (ვიდეო)