(video) შალვა ნათელაშვილი: “ივანიშვილი სამგლე გოჭივით არის ატეხილი”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რუსთავი2-ის საქმეზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დღეს ივანიშვილი ფიქრობს, რომ “რუსთავი2” მისი მთავარი პრობლემაა, რაც „მის გაცოფებას და ჭერში ასვლას იწვევს“.

ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილის ინტელექტი და მისი მსოფლმხედველობა არ ვრცელდება საკუთარი ქარვასლის იქით. მას უყვარს ნაყიდი ადამიანები, ნაყიდი ტელევიზიები, მას მარტო ტიკის ყიდვა კი არ უყვარს, ბოტანიკური ბაღების ხელში ჩაგდება, ოქროს საბადოების ხელში ჩაგდება, რკინიგზის გადაზიდვების ხელში ჩაგდება, ზღვის სანაპიროს ყიდვა, მას უყვარს მინისტრების, ტელევიზიების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების შესყიდვა,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი, რომელიც დღევანდელ მთავრობას “კრიმინალურ ბიზნესორგანიზაციას” უწოდებს.

https://youtu.be/DwucyXUalC4

banner
წინა სტატიაში(video) გოგა ხაინდრავა ფილმზე, ისაკაძესა და “რუსთავი 2”-ზე
შემდეგი სტატია(video) ელისო კილაძე: რატომ იმყოფებოდა ნათია გუჯაბიძე კანცელარიაში ღამის თორემტის ნახევარზე