(video) საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ფრანგ კოლეგას შეხვდება. განხილვის ძირითადი თემა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერა იქნება.

პარიზში ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი იუნესკოს გენერალურ დირექტორს შეხვდა, შეხვედრები გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა.

მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

https://youtu.be/ZBbOkiT3GR0

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ვფიქრობ, სათქმელი ბევრი გვაქვს და მოხარული ვარ, ამის შესახებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვუთხრა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა