(video) საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთის მოქალაქეობას მხოლოდ პრეზიდენტი მისცემს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ 21 აპრილს გალის რაიონში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პასპორტების გაცემას ეხებოდა, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქე მოინდომებს უარი თქვას თავის მოქალაქეობაზე და მიიღოს აფხაზეთის მოქალაქეობა, მან დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შესაბამისი თხოვნით უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში კი, თუკი ადგიობრივ მკვიდრს არ ეკუთვნის მოქალქეობა, ის მიიღებს ცხოვრების უფლებას, თუმცა, ამ შემთხვევაში განიხილება მხოლოდ იმ მოქალაქეების საქმეები, რომლებიც 1999 წლიდან 10 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და არ გააჩნიათ მოქალაქეობა.

 

 

https://youtu.be/ku3JlHjaMcQ

banner
წინა სტატიაშიBBC – თალიბებმა ავღანურ სამხედრო ბაზაზე 140 ადამიანი მოკლეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტს კენჭს დღეს უყრიან