რუსული Telegram არხები იუწყებიან, რომ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დააკავეს აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში დააკავეს ადგილობრივი ბაზრის თანამფლობელი იუსიფ ხალილოვი. ეკატერინბურგში კი დააკავეს „აზერბაიჯან-ურალის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი.