(ვიდეო) სანკტ-პეტერბურგში რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

სანკტ-პეტერბურგში რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო – ინფორმაციას TRT Haber-ი ავრცელებს. რეჯეპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს ბევრი რეგიონული პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 2015 წლის ნოემბრის შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი გასული წლის შემდეგ პირველია.
თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, ეკონმიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბეჩკი, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრი ბერატ ალბაირაკი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნაბი ავჯი, ტრანსპორის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი.

სავარაუდოდ, ქვეყნის მეთაურების სასაუბრო თემა იქნება “თურქული ნაკადის” პროექტის აღდგენა და ატომური ელექტრო სადგური “აკუიუს” საკითხი, ასევე ეკონომიკური თემები, ისეთი, როგორიცაა თურქული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება.
ორი ქვეყნის მეთაურის შეხვდერის გამო პეტერბურგში გაზრდილია უსაფრთხოების ზომები.

https://youtu.be/bgqfkVogf0w

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ პოროშენკოს მეუღლეს სამხედრო ტყვეების გაცვლაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა
შემდეგი სტატიარუსეთ-თურქეთმა, შესაძლებელია, დღეს რუსული გაზის შეღავათიან ტარიფებზე იმსჯელონ