(video) სანდრა რულოვსი: თქვენ თქვენი მეუღლე ყოველთვის გისმენთ?

14393190_644253505734840_860094802_o“თქვენ ყოველთვის გისმენთ თქვენი მეუღლე?” – ასეთი იყო კონტრშეკითხვა ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას კითხვაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედისადმი, რომელმაც სანდრა რულოვსს გიორგი გაბუნიას “არჩევანში” ჰკითხა, იცოდა თუ არა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული დარღვევები.

“რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენი მმართველობის დროს ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ნაკლებობა იყო, ეს არსი დიდი ნაკლი. ჩვენ ეს გავაანალიზეთ და ძალიან კარგად ვიცით, როგორ შეიძლება ამის აღმოფხვრა, ჩვენ ძალიან რეალისტურ პროგრამას ვთავაზობთ, მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, პოლიციაში და ძალოვანებში პოლიტიკური სარჩული უნდა მოიხსნას და შური და ბოღმა საერთოდ გაქრეს”. ელისო ჯანაშიამ შეკითხვაზე დაკონკრეტებული პასუხის მისაღებად სანდრა რულოვსს შეახსენა, რომ 2013 წლის მონაცემებით, სტრასბურგში 2400 სარჩელი იყო შეტანილი. აქედან 80 % სააკაშვილის მმართველობის დროს მომხდარ წამებას, ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა. “მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და მაქვს თვალები და ყურები… მესმოდა ბევრი რამ და მიშასაც ვეუბნებოდი… თქვნ, თქვენი მეუღლე ყოველთვის გისმენთ?,, ,,მე იმიტომ მოვდივარ პოლიტიკაში, რომ მქონდეს მშვიდი ძალა და რომ მქონდეს ბერკეტები,,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

https://youtu.be/8lp1fHot2HE

banner
წინა სტატიაში(video) ოთარ დანელია: კოკა ყანდიაშვილს ჭკუა არ მოეკითხება მაგრამ რაღაცას ვიტყვი
შემდეგი სტატიარომელ ქვეყნებში ღებულობენ ყველაზე დიდ ხელფასს მასწავლებლები?