(+ვიდეო) სანდრა რულოვსი: მიშას რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და ჩვენთან ჩამოვა

მიშას რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოსოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.

როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა არჩევნებამდე 12 დღე დარჩა და „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდაჭერა ძალიან დიდია.

„გამგებელი არის თოლორაია, მითხრეს, რომ შენ დანახვაზე გაწითლდებაო. მართლა არ მინახავს ჯერ ეს კაცი, არც დებატებში, არც ზუგდიდობაზე, არც ქუჩაში, არასდროს არ მოვიდა და იმედი მაქვს, რომ მოვა. მეუნებიან გამოგიგვზავნის ბეტეერ ქალებს, მოვლენ და თმებით დაგითრევენო და ველოდები ამ ქალებს და ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს. მაგრამ აღარავინ აღარ მოდის პროვოკაციებზე. თავიდან ჯიხაშკარში ვითომ კაცები მოვიდნენ ახლა ვითომ ბეტეერი ქალები, მაგრამ აღარ მოდიან. ხომ ხედავთ რამდენი ვართ, ვინც დაგვიცავს ჩვენ და მთელ ერს. ჩვე ბევრნი ვართ და ვერავინ ვერ მოგვერევა. მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ, როგორ გითხრათ ახლა მე მისი ფეხის ზომა ცოტა დიდია 47-ია და ნამდვილად ვერ დავეტევი. ვცდილობ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისაგან და მისი ხედვისაგან, რადგანრაც მან იცის წინასწარ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს ყოვლეთვის მართლდება. მან იცის, რომ ჩვენთან ერთად იქნება, რომ გამარჯვება იზეიმმოს. რომც დასჭირდეს ოდესიდან სოსოლაკამდე გვირაბის გათხრა ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება“, – განახცადა სანდრა რულოვსმა.

https://www.youtube.com/watch?v=XKMxzJP9tWg&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით უკვე პირდაპირ ხდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის გაიგივება ნაციონალურ მოძრაობასთან”
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ