(Video) საკრებულოს მხრიდან იყო დათქმა იმისა, ან დათანხმდებით ჩვენს პირობას, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ – ფრიდონ სუხიაშვილი

ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი აცხადებს, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გარკვეულწილად ემუქრებიან, რომ დაპირებულ 3000-ლარიან კომპენსაციას არ გადაუხდიან, თუ ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.

„ყოველ შეხვედრაზე, ცალსახად, საკრებულოს მხრიდან იყო დათქმა იმისა, ან დათანხმდებით ჩვენს პირობას, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ და არაფერს არ ელოდოთ სახელმწიფოსთან,“ – განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სუხიაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულთა სიას ყოველ ჯერზე ითხოვენ და ცდილობენ, ეს ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირონ, რადგან რაც უფრო ნაკლები პირი იქნება სიაში, მით უფრო მეტს მიიღებს თითოეული მათგანი.

„ამ ხალხის ნერვებზე თამაშობენ,“ – აცხადებს ფრიდონ სუხიაშვილი.

ის ამბობს, რომ ბიუჯეტში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად საკმარისი თანხა უნდა გამოიყოს.

„თუ დაგვჭირდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც გავაკეთებთ,“ – განაცხადა ფრიდონ სუხიაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=iHcgSbZ9iMQ&feature=youtu.be

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) კი არ დაიწვა, დაგვწვეს… ჭერში დარბოდა ვიღაც – ბავშვთა სამყაროს დაზარალებული
შემდეგი სტატია(video) გამომძიებლები ითხოვდნენ დაეწერათ რომ პრეტენზია ხანძართან დაკავშირებით არ ჰქონდათ-ზაზა ხატიაშვილი