(Video) საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას – ზაალ უდუმაშვილი

რუსთაველის გამზირზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

სცენიდან მაყურებელს ტელეკომპანიის სახეები და „რუსთავი 2“-ის პროექტების გამარჯვებულები მიმართავენ.

როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ევროპაში ადამიანის უფლებები ყველაზე მაღლა დგას.

„ამიტომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას. საქართველოს ხელისუფლება იმდენი ხანი არწმუნებდა მოსახლეობას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლომ არ განმარტა, თუ ვინ არის ეს ორი კერძო სუბიექტი. ეს არის საქართველოს მოსახლეობა, რომელიც თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის და ეს არის საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ს სურს აკეთოს ის, რასაც ფიქრობს და ამბობს.

https://www.youtube.com/watch?v=a5Cmq9YssVw&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: სტრასბურგი იყო დიდი გამარჯვება და ქვეყნის მთავარი გამარჯვება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა?