(video) სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, იტყვის თუ არა უკრაინის მოქალაქეობაზე უარს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში

ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ექს-პერზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილად აპირებს დაბრუნებას – NewsOneთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ამასთანავე, მან დააზუსტა, რომ ის უკრაინას სამუდამოდ არ დატოვებს.
“მე უკრაინას არ დავტოვებ. არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ მე უკრაინას დავტოვებ. ფაქტია, რომ საქართველოში ჩვენ გავიმარჯვებთ რუს ოლიგარქთან ბრძოლაში, რომელიც საქართველოს განკარგავს. მე, როგორც უკრაინის და საქართველოს პატრიოტი, საქართველოს არჩევნებს დავიცავ, აქ არაფერია სენსაციური” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ დაბრუნების შემთხევვაში თან წაიყვანს უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს. “თუკი ხატია დათანხმდება, ის საქართველოს შსს-ს იდეალური ხელმძღვანელი იქნებოდა. ეს ჩემი აზრია, თუკი ჩვენ საქართველოს მომავალ მთავრობაზე ვისაუბრებთ” – დაამატა მან.
შეკითხვაზე, ეშინია თუ არა მას იმისი, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვავეში დააპატიმრებენ, აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, მან უპასუხა, რომ არ ეშინია. მისი თქმით, სააკაშვილი არ აპირებს უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმას. “მე უკრაინის მოქალაქე დავრჩები” – თქვა სააკაშვილმა NewsOne-თან ინტერვიუში.

 

https://youtu.be/49LqOQTcoag

banner
წინა სტატიაშილიბორისტული პარტია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) კიევში საქართველოს შეიარაღებული მოქალაქე დააკავეს