(video) სააკაშვილის და უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის ჩხუბი “შუსტერ ლაივში”

სააუკრაინის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, ევგენი ჩერვონენკო ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს “შუსტერ ლაივის” პირდაპირ ეთერში წაეჩხუბა. “მიხეილ ნიკოლოზის ძევ, ჩვენ, როგორც გენებოთ, მეგობრები, ან ამხანაგები ვართ 2004 წლიდან” – მიმართა მან სააკაშვილს და გააგრძელა, რომ მან კარგად იცის ოდესა და ის “ქართული ქალაქი კი არ არის, არამედ ევროპულ-უკრაინული” და მასზე, როგორც გუბერნატორზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მან ასევე თქვა, რომ მისი ოდესელი ნაცნობები კმაყოფილი არ არიან სააკაშვილის საქმეებით და ჩამოთვალა გუბერნატორის ქართული ჯგუფისადმი პრეტენზიები.

სააკაშვილს ამაზე ძალიან ხისტი და მკაცრი რეაქცია ჰქონდა.
“ეს ყველაფერი ტყუილია, რაც ახლა ამ კაცმა ილაპარაკა, რომ ქართველებმა ოდესა დაიპყრეს და ასე შემდეგ, ეს ბევრჯერ გამიგია და სრული სისულელეა, ყველა სიტყვა – ტყუილია. მე ჩემი განსაზღვრებით, და ასე ვიცხოვრე მთელი ცხოვრება, აი, ასეთ სუბიექტებს არ დავარქმებდი მეგობრებს და ვერ ავიტან, რომ მათაც მეგობარი მიწოდონ. მე თქვენი მეგობარი არ ვარ” – უპასუხა მან ჩერვონენკოს, რომლის შემედგადაც ტონს აუწია და განაცხადა, რომ ვერ შეეგუება მსგავსი ადამიანების არსებობას: “ისეთები, როგორიც თქვენ ხართ, რომლემბაც უკრაინა დააქციეს, რომლებმაც მილიონები მოიპარეს და მილიარდები ამ საცოდავ და უბედურ ქვეყანაში , რომელიც საერთოდ არ არის საცოდავი და საერთოდ არ არის უბედური, მაგრამ აი, ამათ ჩაუვარდათ ხელში” – განაცხადა სააკაშვილმა. ჩერვონენკო რამდენჯერმე შეეცადა მისთვის სიტყვა გაეწყვეტინებინა და ყვირილი დაიწყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თქვა: “გააჩერეთ ეს ბაზრის კაცი”.

სააკაშილის თქმით, სანამ ისეთი ადამიანები, როგორიც ჩერვონენკოა, რომლებიც “საკუთარი პოლიტიკური საფლავის მუმიებივით არიან”, ცდილობენ ჭკუის დარიგებას, ქვეყანა არ შედგება.

დავა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რომლის შემდეგაც სააკაშვილმა სტუდია დატოვა, ჩერვონენკო კი დამშვიდებას ვერ ახერხებდა და სახალხო დეპუტატ სერგეი ლეშენკოს რამდენჯერმე მიმართა, რომ ლეშენკოს ეთქვა, რა მოიპარა მან. “რატომ ყვირის, რატომ ადანაშაულებს ყველას … არტომ ტყუის ეს ადამიანი, რომ ეს ჩემი მეგობარი არ არის” – კითხულობდა ჩერვონენკო.

https://youtu.be/zq7tuOfntpw

banner
წინა სტატიაში“შეიძლება, ნილოსმა დაიწყოს უკუღმა დენა, მაგრამ კვირიკაშვილი ლიდერი ვერასდროს ვერ გახდება”
შემდეგი სტატია“ის, რომ შსს-ს თანამშრომელმა ქვეყნიდან მნიშვნელოვანი მასალები გაიტანა, არის დიდი ტყუილი”