(video) სააკაშვილი: ჩემი მეგობარი დონალდი ძაღლისთვის არ აგებს სახლებს. ის ცათამბჯენებს აგებს (ვიდეო)

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა “პოროშენკოს ბლოკიდან” ოლეგ ბარნამ ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს რუს პრეზიდენტზე მუშაობაში დასდო ბრალი – ამის შესახებ ტოკ-შოუში თქვა, რომლის წამყვანი მიხეილ სააკაშვილია. გადაცემის ჩანაწერი “იუთუბზე” გამოქვეყნდა.
“ისე გამოდის, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ ერთიანდებიან. არ გიხდებათ ეს” – უთხრა პარლამენტარმა სააკაშვილს, რაზეც მან ყვირილით უპასუხა: “არ მივიღებ ასეთ სიტყვებს, რომ მე პუტინთან ვერთიანდები. მე არ მაქვს ფაბრიკები რუსეთში და მე არ ვვაჭრობ რუსეთში” – უპასუხა სააკაშვილმა, რომელმაც მოგვიანებით გადაცემაში პეტრე პოროშენკოს მიერ მოყვანილ ციტატაზე “ხალხს ძაღლის სახლებიც არ აუშენებია”,ასეთი კომენტარი გააკეთა: “ჩემი მეგობარი დონალდი ძაღლისთვის არ აგებს სახლებს. ის ცათამბჯენებს აგებს” – თქვა სააკაშვილმა.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაცემის წამყვანი გახდებოდა, 28 მარტს დაანონსდა.

https://www.youtube.com/watch?v=Ypd6ozJFV_w

banner
წინა სტატიაშივიეტნამის სოფელში 20 პოლიციელი მძევლად აიყვანეს
შემდეგი სტატიაერდოღანმა ობამას მოტყუებაში დასდო ბრალი