(Video) “რუსთავი 2″ ჩვენია მეგობრებო” – გვარამიას საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც განაცხადა, რომ ევროსასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება უვადოდ შეაჩერა:
„საქმე რუსთავი 2- საქართველოს წინააღმდეგ შევიდა ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში, ჩვენი მოთხოვნა აღსრულების შეჩერების გახანგრძლივების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული. რუსთავი 2 ჩვენია, ყველა იმ ადამიანის ვინც აქ ვართ, მსურს მადლოვა ვუთხრა ნამდვილად გმირულ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს რათა თქვენ გამცნოთ თავისუფალი სიტყვა, მსურს მადლობა ვუთხრა ჩვენს იურისტებს, რომლებიც შევიდნენ სტრასბურგის სამართალწარმოების ისტორიაში როგორც არნახული წარმატების მქონე იურისტები, მსურს მივულოცო მთელ ქართველ ერს, ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამათავრობო ორგანიზაციებს, რომ არა მათი ერთსულოვნება და უპირობო მხარდაჭერა, ქართული სახელმწიფოსი, ქართული დემოკრატიის ერთხმად მხარდაჭერა, ამან მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ გადაგვარჩინა, მან გადაარჩინა ქართული დემოკრატია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

https://www.youtube.com/watch?v=rsAaECadBtE&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ: სტრასბურგის გადაწყვეტილება- აღსრულების შეჩერება გაგრძელებულია
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლო დატოვა – ადვოკატი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს