(VIDEO) რუსეთს, სკოლაში ჩახოცილი 20 სირიელი ბავშვის გამო, ჰააგა ელოდება

26 სექტემბერს რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული ავიდარტყმები სირიის პროვინცია იდლიბზე, რომლის დროსაც სოფლის სკოლა დაიბომბა, კონფლიქტის 5 წლის მანძილზე ყველაზე სისიხლიანი გახდა, რადგან მან 20-მდე ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლებიც სირიაში განთავსებული დამკვირვებლების მონაცემებს ეყრდნობა, 26 ოქტომბერს სირიის პროვინცია იდლიბის სოფელ ხაასში განხორციელებული ავიადრტყმების შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 20 ბავშვი სოფლის სკოლის დაბომბვის დროს დაიღუპა. სირიაში განთავსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით კი – დაღუპულ ბავშთა რაოდენო 15-ს შეადგენს.
ბავშვების დიდი რაოდენობით დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა თავად რუსეთის ელჩმა გაეროში – ვიტალი ჩურკინმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ამ ტრაგედიის მიზეზი არაა… ,,ვიმედოვნებ, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ამ ტრაგედიასთან,, განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
,,იუნისეფის,, ხელმძღვანელის ენტონი ლეიკის განცხადებით, ,,თუ სკოლაზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან გამიზნულად მოხდა, ეს სახმედრო დანაშაულია. თავად ეს თავდასხმა კი – ყველაზე სისხლიანია 5 წლიანი ომის მანძილზე,,
დასავლელი ექსპერტების აზრით, რუსეთის ავიაციის კავშირი აღნიშნულ დანაშაულთან აშკარაა და ამ ქვეყანას, სირიაში მრავლად განხორციელებული მსგავსი დანაშაულების გამო -ჰააგაში მოუწევს თავის მართლება

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი : “მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია”
შემდეგი სტატიავიქტორ იუშჩენკო: მე პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს