(video) რუსეთის ავიაციამ ალეპოში ფოსფორის ბომბები ჩამოაგდო

რუსეთის ავიაციამ ალეპოში ფოსფორის ბომბები ჩამოაგდო

რუსეთია ავიაციამ ალეპოსთან ახლოს მდებარე სოფლებშ იანადარი და ხრეიტანი ფოსფორის ბომბები ჩამოაგდო. ჯერჯერობით ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

ტელეარხმა Russia Today რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს სირიის ავიაბაზაზე ვიზიტის კადრები გაავრცელა, სადაც გადაღებულია კასეტური საბრძოლო იარაღების რუსული სამხედრო თვითმფრინავი. მსგავსი ცეცხლოვანი ბომბები ხშირად არის გადაღებული სირიელი აქტივისტების ვიდეოებში.
ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch, რუსეთს, 2015 წელს, კასეტური იარაღის გამოყენებაში დასდო ბრალი სირიის ოპერაციებში. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე ტიპის კასეტური იაარღი მხოლოდ სირიის ომში რუსეთის ჩართის შემდეგ დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.
2015 წლიდან კონფლიქტში ჩართულია რუსეთი.

https://youtu.be/4HJ2pLQoUQk

banner
წინა სტატიაშირას აცხადებს მოწმე, რომელთანაც მაგდა პაპიძემ ურო შეიძინა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში