(video) რუსეთი ამაგრებს საზღვარს ჩრდილოეთ კორეასთან

რუსეთმა დაიწყო 17-კოლომეტრიანი საზღვრის გამაგრება ჩრდილოეთ კორეასთან. მოსკოვი შიშობს, რომ შესაძლოა აშშ-მ საჰაერო დარტყმა განახორციელოს ჩრდილოეთ კორეაზე, რაც გამოიწვევს რუსეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ნაკადს. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Mail.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო თუ როგორ გადაადგილდება ხაბაროვსკიდან პრიმორიეს მხარეში სამხედრო ტექნიკით დატვირთული 3 სარკინიგზო შემადგენლობა.
დაფიქსირდა სამხედრო ვერტმფრენების და მძიმე ტექნიკის გადაადგილებაც. რუსი სამხედროების განცხადებით, ტექნიკის გადაადგილებას სასწავლო-საკონტროლი დანიშნულება აქვს, თუმცა ექსპეტები ამ ფაქტს ხსნიან აშშ – ჩრდილოეთ კორეის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებით.
„ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც მეზობლები ჩხუბობენ, ჩვენი ქვეყანა ამაგრებს საზღვრებს“, – განუცხადა სააგენტო PrimaMedia -ს მაღალი რანგის სამხედრო პირმა.
გადაწყვეტილებას ამგავრი სამხედრო გადაადგილების შესახებ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უმაღლესი სარდლობა იღებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი ადევნებს თვალს არსებულ ვითარებას და წინასწარ იღებს ზომებს.
თუ აშშ სარაკეტო დარტყმას განახორციელებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტებზე, რადიოაქტიური ღრუბელი 2 საათში მიაღწევს ქალაქ ვლადივოსტოკს, რომელიც 150 კოლომეტრიათაა დაშორებული.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამასწინათ განაცხადა, რომ ჩინეთი დათანხმდა ითანამშრომლოს თეთრ სახლთან ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებაზე. ამავე დროს, რუსეთმა დაბლოკა გაეროს უშოშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც გმობს პხენიანის მიერ ბირთვულ ექსპერიმეტებს.

https://youtu.be/kaeqbu1YyWw

banner
წინა სტატიაშიპარიზის ცენტრში განხორციელებულ სროლებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ-საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს