(video) რუსეთი ალეპოში სამხედრო პოლიციას აგზავნის

რუსული მედია ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც რუსული სამხედრო პოლიციის ალეპოში ჩასვლაა აღბეჭდილი.
თუ რუსეთის სამხედრო ძალები სირიის კონფლიქტში ოფიციალურად დღემდე საჰაერო კოსმოსური ძალებით იყო წარმოდგენილი, დღეის მერე სირიაში რუსეთი საბრძოლო სახმელეთო ძალებიც სამხედრო პოლიციითაც იქნება წარმოდგენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს რუსული ,,წითელი ბერეტების,, ალეპოში ჩასვლა უპატაკა. სამხედროები ალეპოში ხმეიმიმში განთავსებული რუსული ბაზიდან გადაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, მათ ქალაქ ალეპოში წესრიგის, გამნაღმველებისა და შერიგების ცენტრის თანამშრომელთა დაცვა ევალებათ.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის უკან ქალაქი ალეპო სრულად გადავიდა ბაშარ ასადისა და რუსეთ-ირანის კოალიციის კონტროლქვეშ.

 

https://youtu.be/dx02-1tdmn0

 

 

banner
წინა სტატიაშიმერკელმა პირობა დადო, რომ ტუნისელების დეპორტაციას დააჩქარებს
შემდეგი სტატიაბელგიაში ტერაქტი აღკვეთეს