ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ლაშა თორდია ფიგურირებს, ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს-მელია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 24, 2017 11:04

ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ლაშა თორდია ფიგურირებს, ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს-მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს.

“ბატონი ფარცხალაძე არათუ დაახლოებული პირია, არამედ ძალოვანი უწყებების არაფორმალური მმართველია. ის არათუ გავლენით სარგებლობს, არამედ მართავს სამართალდამცავ უწყებებს. ის ჩანაწერი, რომელიც გაავრცელა სუს-მა პროკურატურასთან და შსს-სთან ერთად, არის ფარცხალაძის დავალებით შესრულებული. ჩვენ ქვეყანას არც შს მინისტრი არ ჰყავს და არც პრემიერ- მინისტრი, რომელსაც ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ამ ვიდეოს გავრცელება ადასტურებს, თუ რამდენად კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას”, – განაცხადა მელიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 24, 2017 11:04

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics