(video) რომან გოცირიძე: თქვენ ამხილეთ თქვენი პოლიტიკური გუნდის გეგმები

„თქვენ ამხილეთ თქვენი პოლიტიკური გუნდის გეგმები, ყველა თითოეული სიტყვა თქვენი, ეს იყო პრემიერმინისტრის კვირიკაშვილის დოქტრინის გაღრმავება,“ – ამ განცხადებით საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს, გადაცემა არჩევნის პირდაპირ ეთერში მიმართავს.

საკითხი ეხება პრემიერმინისტრის მიერ სოფელ სნოში სეკულარიზმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„თქვენი ინკვიზიციის გამონათქვამი არის სწორედ ის, რომ ისტორიამ აჩვენა, რომ საფრთხე რელიგიაში კი არ არის, საფრთხე არის სახელმწიფოში, საფრთხე არის უმართავ სახელმწიფოში, არადემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც შემდეგ ყველა ხერხით იყენებს ყველა ინსტიტუტს და განსაკუთრებით ისეთ ინსტიტუტს, როგორც არის რელიგია, რომელიც არის ყველაზე დიდ ადამიანურ გრძნობებთან დაკავშირებული,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგალში ქართველებზე რეიდებს აწყობენ
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს