(video) რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სპეციალურ ვიდეოს ავრცელებს, რითიც საზოგადოებას „ვარდების რევოლუციის“ მე-13 წლისთავს ულოცავს. სააკაშვილი „ვარდების რევოლუციას“ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას“ უწოდებს და ამბობს, რომ რევოლუციის მონაპოვარის მოსპობის საშუალებას არავის მისცეს. სხვათა შორის, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ წლისთავები აღარ აღნიშნულა, მანამდე კი,9 წლის განმავლობაში, 23 ნოემბერი დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა.

“მე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა “ნაციონალური მოძრაობის” აწმყოზე და მომავალზე. მე ვიცი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა ამზადებს ყრილობას, მთავარი გაკვეთილი ვარდების რევოლუციის იყო შეურიგებლობა ბოროტებასთან, უკომპრომისო ბრძოლა ყოველგვარ უმსგავსობასთან, მაქსიმალური გახსნილობა და ხალხის მთლიანად ჩართულობა, “ნაციონალურო მოძროაბა ” არასდროს ყოფილა ერთი ლიდერის ან ვიწრო ჯგუფის საკუთრება, “ნაცინალურ მოძრაობაში” ყოველთვის ჩვენი აქტივი, ჩენი ხალხი, იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პარტიის რაღაც ჯგუფი ან ფორმალური რაღაც ორგანო. ამიტომ , ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი ყრილობა 2003 წლიდან მოყოლებული იყო ყოველთვის ძალიან მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი და იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი ახლა პატარა ყრილობის მოწვევა, ჩვენ გვჭირდება მრავალათასიანი ყრილობა, რომლის დელეგატები კი არ დაინიშნებიან ზემოდან, პოლიტსაბჭოს შიგნით ვიწრო ჯგუფის მიერ, არამედ მართლა იქნება არჩეული თითოეული რეგიონალური წარმომადგენლობით სრული დემოკრატიის პირობებში, თუ ჩვენ გვინდა ხელახლა გამარჯვება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისებს, გავხდეთ ისევ ჭეშმაროიტად სახალხო მოძრაობა, ამისთვის თითოეულ ჩვენს აქტივისტს უნდა ჰქონდეს”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

https://youtu.be/L4sw1GyZSgg

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი მხოლოდ სამხედრო ბაზაა რუსეთისთვის და საქართველოს მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ზომების შესახებ რეზოლუცია მიიღო