(video) რა მოხდა სინოდის სხდომაზე – მეუფე პეტრე 2011 წელს განვითარებულ მოვლენებზე

„დიდი სიამოვნებით ჩავიკეტებოდი ეპარქიაში და არ შევეხებოდი ეპარქიის გარეთ არსებულ პრობლემებს, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მადარდებდეს,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ. მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმის წმინდა სინოდის სხდომაზე განხილვის მომხრეა.

„ეს რომ სინოდზე განხილულიყო, აღმოიფხვრებოდა ამ მდგომარეობაში ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით და არც ეს მამა გიორგი მამალაძის სკანდალური რეალობა არ ექნებოდა მთელ საქართველოს,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ხშირად არასწორად არის ინფორმირებული.
მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან-რეფერანტის უწმინდესის მიმართ არსებულ გავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც პატრიარქი და სამღვდელოება ასევე ხელისუფლება მისი ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

არჩევანი ეთერში მან ახსენა ამჟამინდელი ერთ-ერთი მინისტი, რომლის სახელის დასახელებისგან თავს იკავებს, რომელიც შორენა თეთრუაშვილის დავალებით, წმინდა სინოდის სხდომაზე ამ სხდომოს ჩატარების საშიშროებას განმარტავდა.

„წმინდა სინოდის სხდომაზე შემოდის ექსპერტი ქალბატონი, რომელიც მისი დავალებით განგვიმარტავს ამ სხდომის საშიშროებას, რომელიც დღეს მაღალ თანამდებობას იკავებს,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე არ აკონკრეტებს ამჟამინდელი ქალი მინისტრებიდან რომელი მინისტრი იყო ექსპერტის რანგში წმინდა სინოდის სხდომაზე, თეა წულუკიანი თუ სხვა მინისტრი.

რა მოხდა სინოდის სხდომაზე – მეუფე პეტრე 2011 წელს განვითარებულ მოვლენებზე.

https://youtu.be/fukzMh_HqfY

 

banner
წინა სტატიაში„პატრიარქის კურთხევა საქმის 30 პროცენტიაო“ – მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს იხსენებს
შემდეგი სტატია(video) პატრიარქისთვის ოპერაციამდე მამა გიორგი მამალაძეზე სიცრუის თქმა ბოროტება იყო