(video) “რა გეშველებათ თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო”- ადა მარშანიას მიმართვა კობახიძესა და “ქართულ ოცნებას”

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველი გუნდი გააკრიტიკა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებით დაემუქრა:

ბატონო კობახიძე, გულის სიღრმეში მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? – ამ კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დღევანდელ პლენარულ სესიაზე.

ადა მარშანია დღეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ „მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა“.

ამასთან, როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, ღმერთმა დაიფაროს „ქართულ ოცნება“ იმისგან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს.

„გამოვედი ამ ტრიბუნასთან და პირველად ჩემს ცხოვრებაში, იცით, არაერთი წლის პარლამენტის წევრი ვარ, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ბატონო კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით თქვენ, გულის სიღრმეეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? აი, გულის სიღრმეში მაინც? თქვენს სინდისთან მარტო რომ დარჩებით, მართლა გგონიათ ეს თქვენს თავზე?

რა გაბედეთ თქვენ გუშინ და რა მითხარით აქ. მართლა ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელი დღიდან უკვე უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით ვუსმენ. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაც არ მიმიქცევია , მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ თურმე, რა გითქვამთ თქვენ ამ ხმაურში. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, ე.წ, პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ გაგიჟდეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვენ საცოდავებო, თქვენ უბადრუკებო. მართლა რა გეშველებათ მერე თქვენ, ეს ერთი. მეორე – უფრო მძიმე სათქმელი მელის წინ და თქვენ უფრო მძიმე ტექსტის მოსმენა გელით პატივცემულო კოლეგებო“, – მიმართა ადა მარშანიამ დეპუტატებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ადას პათეტიკური, საინტერესო გამოსვლისთვის