(video) ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის პირველი კომენტარი

ქვემო ქართლის რეგიონის პირველი პირმა, პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. განცხადება ხიზანაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ სახელმწიფო კანცელარიაში უკვე ჩააბარა.

„გადადგომა არ არის, ეს არის სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ამაზე მთავრობა მსჯელობს და მთავრობის გადაწყვეტილება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გუნდთან შეთანხმებული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ხიზანაშვილმა.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, პაატა ხიზანაშვილი „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს უმასპინძლა
შემდეგი სტატია“დეკანოზი მამალაძე, მეუფე პეტრე, მამა ანდრია და სოსო ოხანაშვილი ერთ დაჯგუფებას წარმოადგენენ”- ირაკლი მამალაძე