(video) “ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ” – გრიგოლ ვაშაძე

ამ წუთებში სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარტიის წვერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

“ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ. ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენს მხარეზე, იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა, თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენს დაწესებულ დროშას წევენ დღეს, თქვენ შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენ დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა,“- განაცხადა ვაშაძემ.

მან თხოვნით მიმართა ყრილობას, მომავალ პოლიტსაბჭოს დაევალოს პროგრამის შემუშავება დასამტკიცებლად, თუ რას გააკეთებს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნების პირველ 30 დღეში.

https://www.youtube.com/watch?v=9hR3YIkgFJ0&feature=youtu.be

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ყოველი თქვენგანი, რომ თქვენ უძლური ხართ -სამადაშვილი
შემდეგი სტატია(VIDEO) “ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდში “ნაციონალურმა მოძრაობამ” – გოცირიძე