(VIDEO) ქართული ოცნება ჩამოყალიბდა ხელისუფლებად, რომელიც ყველგან ეძებს გამართლებას – სერგი კაპანაძე

“ქართული ოცნება ჩამოყალიბდა ხელისუფლებად, რომელიც ყველგან ეძებს გამართლებას“, – ასე შეაფასა ქართული ოცნების ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ქართული ოცნება ეკონომიკურ ზრდაზე არ არის ორიენტირებული.

“აქამდე აბრალებდნენ თურქულ ლირას, მერე აბრალებდნენ ქადაგიძეს, მერე მსოფლიოში არსებულ ეკონომიკის კრიზის, ახლა აბრალებენ ოპოზიციას,“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

ის ამბობს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან.

სერგი კაპანაძე ყურადღებას ოპტიმიზაციის გეგმაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ “ქვეყანაში, რომელშიც არის ასეთი მძლავრი პრობლემა, რატომ უნდა გაუზარდო დაფინანსება სუს-ს“.

მისი თქმით, ოპტიმიზაცია თანამშრომლების სახლში გაშვებას კი არა, ხარჯების შემცირებას ნიშნავს.

https://www.youtube.com/watch?v=hO2ZVpd75qE

banner
წინა სტატიაში(video) ხელისუფლებას არ სურდა დამნაშავეების დასჯა-ნანა კაკაბაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიალევან კობერიძემ და სერგი კაპანაძემ გადაცემა არჩევანში ეკონომიკაზე იკამათეს