(ვიდეო) პუტინის ,,მგლებზე,, პოლონეთში ნადირობა გამოცხადდა

რუსული მედიის ცნობით, პოლონეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა პროპუტინისტური ბაიკერული კლუბის ,,ღამის მგლების,, ქვეყანაში მალულად შეპარულ წევრებზე ,,ნადირობა,, გამოაცხადეს…
გავრცელებული ინფორმაციით, ,,ღამის მგლებისათვის,, პოლონეთის საზღვრის დახურვის შედგომ, ამ კლუბის ზოგიერთი წევრი შენგენის ვიზით როგორც ჩვეულებრივი ტურისტი გადაიპარა ქვეყნის ტერიტორიაზე და იქ ეცადნენ გაეგრძელებინათ სვლა საცხრამაისო მარშუტით როგორც ბაიკერებს, თუმცა პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ისინი მოძებნეს, ვიზები გაუუქმეს და დეპორტით გამოაბრუნეს სამშობლოში.
ვიდეო/

https://youtu.be/e2vivL4-KVA

banner
წინა სტატიაშისოხუმმა იტალიელი მერი შეცდომაში შეიყვანა
შემდეგი სტატიათურქეთში ფეტულაჰ გიულენის ძმიშვილი დააპატიმრეს