(ვიდეო) ვლადიმერ პოზნერი უკმაყოფილოა იმ რეაქციით, რომელიც მის ინტერვიუს მოჰყვა საქართველოში

აპრილის დასწყისში ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს დედაქალაქში მან ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „იმედს“, რომელშიც ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის აფხაზეთზე და 2008 წლის აგვისტოს ომზე.
საქართველოში რუსი ჟურნალისტის ინტერვიუ შეაფასეს როგორც რუსული პროპაგანდა.
ამასთან დაკავშირებით, პოზნერმა გაავრცელა საპასუხო ვიდეო. მასში იგი ყვება იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა თბილისში და რატომ დათანხმდა ინტერვიუს.
ვლადიმერ პოზნერი უკმაყოფილოა იმ რეაქციით, რომელიც მის ინტერვიუს მოჰყვა საქართველოში: „ მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი…რაც საკუთარი თვალით მქონდა ნანახი. როდესაც 70-იან წლებში აფხაზეთში ვიყავი…არაერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო მაინდამაინც კარგი ურთიერთობა. ქართველები თვლიან მათ მეორე ხარისხის, ჩამორჩენილ და ჩლუნგ ადამიანებად… საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ სცემდნენ ქართველები აფხაზებს… რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო შეჯახებას, მე ვთქვი, რომ ამაში უეჭველად სააკაშვილია დამნაშავე“ -აცხადებს პოზნერი.
შემდეგ იგი საუბრობს იმის შესახებ, რომ მას ბრალი დასდეს რუსული ინტერესების გატარებაში. “ მე კი მეგონა, რომ საქართველოში დამსახურებულად ამაყობენ დამოუკიდებელი პრესით და ჩემს ნათქვამს მშვიდად მიიღებენ… მე შევცდი“, -ამბობს ვლადიმერ პოზნერი.

https://youtu.be/LTdlQpy8dxM

banner
წინა სტატიაში(video) თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიაგია უდესიანიდან დავით ნარმანიამდე – კახა კუკავა სკანდალურ პარალელს ავლებს