(ვიდეო-ფოტო) სირიაში ვაკუუმის ბომბები ჩამოაგდეს

ასად ბაშარის რეჟიმის ავიაციამ კვლავ დაბომბა ჰომსის პროვინციის ქალაქ ჰულას შემოგარენი, სადაც გამაგრებულნი არიან ოპოზიციური ძალები.
საცხოვრებელ სახლებს დაუშინეს 16 ვაკუუმის ბომბი. დაიღუპა ერთი ადგილობრივი მკვიდრი, არიან დაჭრილებიც, მათ შორის ქალები და ბავშვები.
დასავლური მედიის ცნობით, აღნიშნულ რაიონს ასადის შეიარაღებული ძალები უტევენ როგორც ჰაერიდან, ასევე საარტილერიო ჭურვებით. შენობებმა მიიღეს სერიოზული დაზიანება.
შეახსენებთ, საომარი მოქმედებები სირიაში დაიწყო 2011 წლის მარტში, როდესაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციები სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრანტებს.
გაეროს ინფორმაციით, კონფლიქტმა შეიწირა 400 ათასი ადამიანის სიცოცხლე, 10 მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი, 5 მილიონამდე ლტოლვილმა თავშესაფარი უცხოეთში იპოვა.

https://youtu.be/fb1TCJvCwt0

banner
წინა სტატიაშიის ვინც კლინტონის ფოსტა WikiLeaks-ს მიჰყიდა მოკლულია
შემდეგი სტატია(video) საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა აფხაზეთში